ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა პარლამენტის წინ.
ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სცადა, თუმცა ყველა მცდელობას სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოყვა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის თქმით, კარვების გაშლაზე მას დედაქალაქის მთავრობიდან ნებართვა მიღებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციას მართავს.