„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარლამენტის შენობის წინ კარავი მიიტანა და მისი გაშლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ჩალაძე პოლიციის ქმედებას უკანონოს უწოდებს და ორშაბათს სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელმაც განაცხადა, რომ ხვალ პარლამენტის წინ ღონისძიებაა დაგეგმილი, რის გამოც შენობასთან შეკრებილებს, კარვის გასაშლელად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობენ.