აქცია პარლამენტთან

კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გააპროტესტეს ელენე ხოშტარიამ და ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტთან, თანამოაზრეებთან ერთად. როგორც ხოშტარიამ განაცხდა, ჰესის მშენებლობა, რომელიც მდინარეებზე – ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე იგეგმება, ბახმაროს უნიკალურ ბუნებას დააზიანებს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, გურიის მთიანი ზოლისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს, სადაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა აკრძალული იქნება.

მოამბე