აქცია პარლამენტთან

„მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავს. მისი განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა.  ანა დოლიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში უნდა დაემატოს მუხლი საქართველოში პანდემიური მდგომარეობის გამო სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის შესახებ.