საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვამდე პარლამენტის შენობასთან გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
შეკრებილების თქმით, თუ მოთხოვნა არ შესრულდება პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება. ადგილზე გიორგი რურუას ახლობლები იმყოფებოდნენ.