აქცია პარლამენტთან

„არ გაბედო ჩაგდება“, – პარლამენტის შენობასთან ამ სლოგანით მოძრაობის, „სირცხვილია“ ორგანიზატორები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მმართველმა გუნდმა ის დანაპირები უნდა შეასრულოს, რომელიც აქციის მონაწილეებს  2019 წლის 24 ივნისს მისცა და 2020 წლისთვის ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტი ჩააგდებს, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას, სადაც სესიას პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებიც შეუერთდნენ.