შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
პარლამენტის წინ, აქცია ცოტა ხნის წინ განახლდა. გუშინდელი ინტერვიუს გამო, მიტინგის ორგანიზატორები და მონაწილეები ვიცე-პრემიერს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ და ხაზს უსვამენ, რომ არ დაიშლებიან მანამდე, სანამ გიორგი გახარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და თანამდებობას არ დატოვებს.
ნოდარ ჩაჩუა იმყოფება რუსთაველის გამზირზე.