პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეები. მოთხოვნა უცვლელია, ისინი სადავო კანონპროექტის უკან გაწვევას ელოდებიან და პროტესტს აგრძელებენ. მომიტინგეები საყვირებითა და სხვადასხვა პლაკატებით იყოფებოდნენ ადგილზე.