პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი პედაგოგები და სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სპეციალური ნეონის სანათებით აპირებდნენ ხელისუფლებისთვის დაენახებინათ აქციის მონაწილეების რაოდენობა. ორგანიზატორები სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობებს გეგმავდნენ, თუმცა, გაუარესებული ამინდის გამო, მსვლელობა აღარ გაიმართება.