პარლამენტის წინ აქცია დღესაც იმართება, თუმცა „დაფიონი“ შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი აღარ არის. როგორც „დაფიონი“ „ფეისბუქზე“ წერს, აქციის ორგანიზებაში ძალიან ბევრი ორგანიზატორია ჩართული, ისეთები ვისთანაც შეხება და კომუნიკაცია არ აქვთ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კი, გადაწყვიტეს არ მიიღონ მონაწილეობა აქციის ორგანიზებაში.
უკვე რამდენიმე დღეა, შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.