ადგილობრივი დამკვირვებლების ორგანიზებით, პარლამენტის წინ აქცია „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. პროტესტს მარშით უერთდებიან სტუდენტთა ნაწილი და ოპოზიციის ლიდერები. ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე დამკვირვებლები 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე ნანახ დარღვევებზე ისაუბრებენ, იურისტები კი მოქალაქეებს სამართლებრივ შეფასებას გააცნობენ. აქციაზე გაჟღერდება მთავარი და უცვლელი მოთხოვნაც – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.