ხმაური იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან.
ადგილზე სხვადასხვა უბნის კომიისის წევრები იყვნენ შეკრებილი. მათი თქმით უშუალო მონაწილეობის გარეშე მოხდა უბნებზე კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და კომისიის მდივნის არჩევა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული კომისიის წევრების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ცესკო-მ საარჩევნო კოდექსი დაარღვია. აქციის მონაწილეები ოლქის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. აქციაზე იმყოფებოდა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.