რაჭის მცხოვრებლები ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ზიანდება გარემო და ეკოლოგია. აქცია რაჭაში მცხოვრებლების, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილისა და გარემოსდამცველთა ინიციატივით გაიმართა. აქციას შეუერთდა მოძრაობა „ლელოს“ წევრებიც.
საპროტესტო აქციას, ონის კასკადის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი უკვე გამოეხმაურა.