აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართეს. მათ შორის უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, ისინი აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს.
მათ დღეს მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა მათ განუმარტეს, რომ არასამუშაო დღის გამო, პრემიერი და მთავრობის წევრები ადმინისტრაციაში არ იმყოფებიან. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს.