პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამა ხარვეზებით მიმდინარეობს.
მოძრაობის წევრი ლაშა სტურუა ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას უკვე 700-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. მათ შორის ყველაზე ხშირად ისეთი მოქალაქეები არიან, ვისაც ორი პრობლემური სესხიდან მხოლოდ ერთი გაუნულდა. მოძრაობის წევრებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს და საკითხით დაინტერესება პრემიერ მინისტრს სთხოვეს.