„ხალხს შია“ – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრეს და პანდემიის შედეგად შექმნილ რთულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება. ორგანიზაციის წევრებმა ხელისუფლებას სოციალური პროექტების გაფართოებისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდეს.