შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციის საპროტესტო აქცია იწყება ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან.
შეკრებილები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებელი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პირველკურსელებს ვერ მიიღებს.