„ძალა ერთობაშიამ” და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „იბერიას“ მხარდამჭერი აქცია მთავარ პროკურატურასთან გამართეს.
აქციის მონაწილეები პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამართლიანობას ისინი აღადგენენ.