მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული ბექა კირვალიძის დედა მისი შვილისთვის წაყენებული ბრალდების გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
ლია ბეჟაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობები და ბექა კირვალიძესა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 1 პირს, ყაჩაღობის ბრალდებით 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ლია ბეჟაშვილის განცხადებით, მისმა შვილმა როსტომაშვილს ცემა, რაც აღიარა, ყაჩაღობის ბრალდება კი უსაფუძვლოა.