ამ წუთებში „ექსპო-ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს – წერეთლის გამზირზე რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ქციის მონაწილეები აპირებენ, მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლონ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ორგანიზატორების განცხადებით, აქციას მარჯანიშვილის მოედანზე სტუდენტთა კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდება. საბოლოო ლოკაცია კი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაა.