„ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, დღეს თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. შეკრების თავდაპირველი ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო. ორგანიზატორების განცხადებით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფაში მონაწილეობდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მოგვიანებით ძველი თბილისის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც მათ ნატა ფერაძის დასჯის მოთხოვნით ოფიციალური განაცხადი შეიტანეს.