ქუთაისში, განჯის ქუჩაზე 10-სართულიან კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროექტზე ნებართვა ქუთაისის მერიამ გასცა. მათი თქმით, კორპუსი მათ კორპუსთან ძალიან ახლოს შენდება და საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხობა დაცული ვერ იქნება.
სამშენებლო კომპანიის იურისტის განმარტებით, მშენებლობის ნებართვა არსებობს, რასაც წინ უძღოდა შესაბამისი გეოლოგიური და სხვა სახის საჭირო მოკვლევა.