„ლეიბორისტული პარტია“ შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს დედაქალაქის მერიასთან, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ და თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით გადაკეტეს – მოთხოვნით, მოიხსნას ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული რეგულაციები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პოლიციამ ტერიტორიის გადაკეტილი ნაწილი გაათავისუფლა. პარტიის წარმომადგენლები პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებას ითხოვენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა“ საქართველოსთვის შეუერთდა.