„ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ-ავივში აქციაზე ათასობით ადამიანი გავიდა. პროტესტის მონაწილეებს სიტყვით ერთ-ერთი მძევლის, 19 წლის იტაი ჩენის მშობლებმა მიმართეს და მოითხოვეს, რომ მათი შვილი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მოინახულონ. „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შვიდდღიანი ზავის დროს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ დაახლოებით, 100 მძევალი გაათავისუფლა, თუმცა ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში ამ დრომდე რჩება 130-ზე მეტი ტყვე.