„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს ლანჩხუთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან.
შეკრებილებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა. იგი ხმაურისა და ბრალდებების ფონზე წარიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ არ დაუჭირა დეპუტატმა მხარი კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან პოლიციელები.