კულტურის სამინისტროსთან სახელოვნებო სფეროსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არსებული საგანძურის დაცვას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ კულტურის სამინისტრო თვითნებურად გეგმავს ეროვნული განძის ხელყოფას და მისთვის ადგილის შეცვლას. აქციის მონაწილეების პროტესტს გამოეხმაურნენ სამინისტროშიც, სადაც აცხადებენ, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის მდგომარეობის ამსახველი ექსპერტიზის დასკვნა და ყველა სხვა დეტალი გასაჯაროებულია. შენობის დანგრევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კი, მათი თქმით, სიცრუეა.