ხაშურში, გაგარინის ქუჩის მაცხოვრებლები ზემო სერზე ახალი სასაფლაოს მოწყობის სამუშაოს აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე მცოცავი ნიადაგია და წვიმის დროს ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ქუჩასა და ეზოებს ტბორავს. ადგილობრივები ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის აიპი „ხაშურსერვისში“ აცხადებენ, რომ ახალი სასაფლაოების მოწყობაზე ნებართვა მათ არ გაუციათ.