ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა ხაშურში.
მერიის წინ, სკვერში შეკრებილი აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას და სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
შეკრებილ მოსახლეობას შორის არიან სტიქიის შედეგად დაზარალებულებიც. პარალელურად აქცია მიმდინარეობდა ჩუმათელეთში, სადაც მოსახლეობა გაძვირებული სამარშრუტო ტაქსის ფასს აპროტესტებდა. ჩუმათელეთები გზის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხების მოწესრიგებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების დადგმასაც მოითხოვდნენ. მათ ხაშურის მერმა უპასუხა. გიორგი გურასპაშვილის თქმით, პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.