რვა სამოქალაქო აქტივისტის დაკავებით დასრულდა მთავრობის კანცელარიასთან აქცია. შეკრებილები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ითხოვდნენ შეხვედრას. მათივე განცხადებით. აინტერესებდათ როდის შეუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსებს და როდის მიიღებს ის სათანადო სამედიცინო დახმარებას. ხმაური და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერ შეურაცხყოფის ბრალდებით აიყვანეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. ის ითხოვს ციხეში პირადი ექიმი შეუშვან, ასევე მიეცეს საშუალება ადეკვატურად იმკურნალოს.