პაციენტთა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ და ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს ღია შეხვედრისკენ მოუწოდებენ. როგორც მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მედიკამენტები კვალავ დეფიციტურია. მათი განმარტებით, პრობლემის მოგვარების თაობაზე მინისტრისგან მიღებული დაპირება უშედეგო აღმოჩნდა. ორგანიზაცია ორშაბათს პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს.