ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და პარტიის მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექსპერტის, ჯეიმს ქობსის შეშვებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ბიუროკრატიულ ბარიერს ხელოვნურად ქმნის, რომ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცეს.