უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება აქციის ფონზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოძრაობა „ლელოს“ წევრები, პროცესს უნდობლობას უცხადებენ. მათი შეფასებით, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ამ გასაუბრებით ცდილობს მათი დავალებების შემსრულებელი მოსამართლეების დანიშვნას. ისინი ხელისუფლებას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლობირებასა და მათ მფარველობაში ადანაშაულებენ.