ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ-ავივში დაწყებული მსვლელობა იერუსალიმში დასრულდა. აქციის მონაწილეებს ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული 200-ზე მეტი მძევლის ფოტოები და ისრაელის დროშები ჰქონდათ. მოგვიანებით მომიტინგეები ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისისკენ გაემართნენ და საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.