აქცია გურიაში

ჩოხატაურის მერიის შენობასთან, სოფელ სურების მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელ საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ჰესების მშენებლობისთვის მათი მიწის ფართობების „სუფსა ენერჯისთვის“ 49 წლის ვადით გადაცემას და „ნამახვანი 2“-ის გამეორებას. აქციის მონაწილეებს ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა შეხვდა. მისი თქმით, მოსახლეობის პრეტენზიების ადრესატი ადგილობრივი ხელისუფლება არ არის. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა უკეთ დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით და იმით, თუ რა ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს იგი. ჩოხატაურის მერმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გადაინაცვლონ მერიის სააქტო დარბაზში და დაესწრონ პროექტის ონლაინ განხილვას. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშოა და სუფსის ხეობა საფრთხეშია.