ბათუმში, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
ისინი დამნაშავე პირების დაკავებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. საუბარია 100 ათასობით ლარსა და 400-მდე დაზარალებულ პირზე, რომელთა უმრავლესობა ემიგრანტია. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან, „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ერთი კორპუსის ექვსი სართულია აშენებული.
დაზარალებულები ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება, რომელიც აშენებული ექვსი სართულის დემონტაჟს ითვალისწინებს. „სვეტი ჯგუფს“ დაზარალებულები თბილისშიც ჰყავს. მათ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა.