აქცია განათლების სამინისტროსთან

აქცია-პერფორმანსი განათლების სამინისტროსთან. სკოლებში არსებული პრობლემები „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა, სკოლის ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად გააპროტესტეს. მათი განცხადებით, სკოლების მშენებლობები გაჭიანურებულია, სკოლის დემოკრატიული მართვის პრინციპები კი ჩამოშლილია. როგორც ისინი ამბობენ, განათლების სამინისტრო სუს-ის ინტერესების მიხედვით მოქმედებს.