350-მდე ქართველი სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს, ქართულ უნივერსიტეტებში მობილობას უგამოცდოდ ითხოვს. მათ ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. არსებული კანონმდებლობით, მათ მხოლოდ ერთი, უნარების გამოცდა უნდა ჩააბარონ, რის შესახებაც თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გადმოსვლა უგამოცდოდ უნდა მოხდეს. აღნიშნულს უპასუხეს განათლების სამინისტროში.