აქცია გაიმართა ფოთის ქუჩაზე. მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ 2014 წელს სამშენებლო კომპანია „დიდუბე 12“-მა საცხოვრებელი სახლები დაუნგრია და ახალ კორპუსში ბინებს დაპირდა, თუმცა, დაპირება არ შეასრულა. ადგილობრივების გარდა, ბინები წინასწარ სხვა პირებმაც შეიძინეს, რომლებსაც დღემდე არც ბინა და არც თანხა უკან არ მიუღიათ.სულ დაზარალებულია 60-მდე ადამიანი.
ამ თემაზე „მოამბემ“ დღეს თბილისის მერსაც დაუსვა კითხვა, რაზეც კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფოთის ქუჩის მცხოვრებლების საკითხს გაეცნობა.