„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს!“ – ამ სახელწოდებით აქცია ევროკავშირის ოფისთან მოძრაობამ „ნაბიჯი“ და „ნება“, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გამართეს. მათი თქმით, ისინი ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების დასანქცირების თხოვნით მიმართავენ, რომლებმაც, როგორც თავად აღნიშნეს, არჩევნების გაყალბებას შეუწყვეს ხელი. მათი განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრის დაწყება საგანგაშოა და ამით მხოლოდ ქართველი ხალხი დაზარალდება, პერსონალური სანქციებით კი დისკომფორტი იმ პირებს შეექმნებათ, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს.