აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

აქცია გაიმართა ეკონომიკის სამინისტროსთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დეკემბრისა და იანვრის თვეში „თელმიკოს“ მიერ ორჯერ გაგზავნილ ქვითრებს აპროტესტებდნენ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ზედმეტი თანხა დაეკისრათ, რაზეც, მისივე თქმით, პასუხისმგებლობა მინისტრმა უნდა აიღოს. აქციის მონაწილეები მოქალაქეებისთვის თანხის დაბრუნებას, ასევე გაზის ტარიფის შემცირებასა და ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვდნენ.