საპორტრეტო აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივებმა სოფლების – ჯაღმიანისა და ზაქათკარის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მამაპისეული მიწები მათ წინასაარჩევნოდ ჯერ დაუკანონა, ახლა კი ართმევს. როგორც ისინი ამბობენ, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის გამო, აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფასი გაასმაგებულია. ადგილობრივების განმარტებით, მათ გამოკითხვებზე იბარებენ და ეუბნებიან, რომ ეს ნაკვეთები თაღლითური გზით აქვთ გადაფორმებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, მიწების მათ საკუთრებაში დარჩენა ან სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია. აქციაზე იმყოფებიან „გირჩის“ ლიდერები, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია, მათი განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ამ ადამიანების საარჩევნოდ გამოყენება და შემდეგ მოტყუება და თაღლითებად გამოცხადება. აქციას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც შეუერთდა და ადგილობრივებს არსებული მდგომარეობის მოკვლევას და გვერდში დგომას დაჰპირდა.