კონსტიტუციით აღიარებულ, ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვას მოითხოვენ დედა ენის ბარში შეკრებილები.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტექდათვალიერების გამკაცრებული ნორმები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, ასევე, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ე.წ. ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები კი გამოიცვალოს.
აქციის მონაწილეები მწვანე საფარის დაცვასა და გაფართოებასაც მოითხოვენ.