პარლამენტს ყველა გადაწყვეტილების მიღება საპროტესტო აქციების ფონზე მოუხდა.
დილიდან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან შენობის პიკეტირების მიზნით მივიდა, თუმცა პოლიციამ შესასვლელების ბლოკირების საშუალება არ მისცა. მმართველი გუნდის დეპუტატებს შენობაში შესვლა ოპონენტების საპროტესტო შეძახილების ფონზე მოუხდათ. დაფიქსირდა სამართალდამცავებთან სიტყვიერი დაპირისპირების ცალკეული ფაქტები. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
დღის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქცია და პერფორმანსი გაიმართა.