ხმაური იყო ცოტა ხნის წინ გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, სადაც ჯგუფი „დაიტოვეს“ წევრები ცესკო-ს სხდომის შემდეგ მივიდნენ. მათი განცხადებით, არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. იქ მყოფმა პირებმა კი თავის მხრივ, აქციის ეს ფორმა გააპროტესტეს. შეხლა-შემოხლა ადგილზე მისულმა პოლიციის ეკიპაჟებმა განმუხტა. შეკრება სოციალურ ქსელში დაორგანიზდა და ჯგუფის წევრები თავდაპირველად მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ, საიდანაც გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გადაინაცვლეს.