ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. მათი განცხადებით, არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. აქციის გამო, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ცესკო-ს ორივე შესასვლელი.