„ბორჯომის“ პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხანა ამ დრომდე პიკეტირებულია. პროტესტის მონაწილეებს შესასვლელები კვლავ დაკეტილი აქვთ. ადგილზე სახალხო დამცველი იმყოფება. მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და ხელფასების მატება. ადგილზე პროფკავშირების იურისტები იმყოფებიან, რომლებმაც ორი სარჩელი მოამზადეს სასამართლოში წარსადგენად.