აქცია ბორჯომში

„ბორჯომის“ ქარხანასთან პროტესტი გრძელდება. თანამშრომლები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ადმინისტრაციას მოუწოდებენ დააკმაყოფილონ ხუთპუნქტიანი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. გაფიცულები ასევე მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას შუამავლის როლი შეასრულოს კომპანიის ხელმძღვანელობასთან. მათივე თქმით, ადმინისტრაცია პროვოკაციის მოსაწყობად კომპანიის სადისტრიბუციო მანქანებს იყენებს.