დირსის დასახლებაში ბეტონის მწარმოებელი ქარხნის გადატანასთან დაკავშირებით, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქარხნის მუშაობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და მის გადატანას ითხოვენ. დირსის დასახლებაში მცხოვრები დევნილები დასახლებაში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებზეც საუბრობენ.
მოამბე