აქცია ბათუმში. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი მოითხოვენ ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე ობიექტურ და სწრაფ გამოძიებას. შეკრებილების თქმით, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. სამმართველოს შენობიდან აქციის მონაწილეები გეგმავენ მსვლელობას აჭარის მთავრობისკენ, სადაც თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ.