ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, აქცია გამართა ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელმა.
მერაბ ჭიქაშვილი სასტუმრო „შერატონთან“ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად მივიდა. ისინი „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. ჭიქაშვილს ჟურნალისტების ნაწილი დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მან ტერიტორია დატოვა.